LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Chevrolet Trax – ქალაქის ქუჩებისთვის იდეალური

ქალაქის ქუჩებისთვის შექმნილი, კომპაქტური ქროსოვერი, რომელიც შესანიშნავ კომფორტსა და მოქნილ საბარგულს გთავაზობთ. ეს Chevrolet Trax-ია, 5 ადგილიანი, გამორჩეული სტილის მქონე ქროსოვერი.

იმგზავრეთ Trax-ით და აღმოაჩინეთ გაცილებით მოქნილი სივრცე. სალონში, მაღლა განთავსებული სავარძლების მეშვეობით, თქვენ და თქვენი ოთხივე თანამგზავრი შესანიშნავი ხილვადობით მოიხიბლებით. გადატვირთულ ქუჩებში კი მისი დაპარკინგება ბევრად გაგიადვილდებათ.

აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ ამ მოდელის საკმაოდ დიდი მოცულობაც. უკანა სავარძლის საზურგის გადაწევით, საბარგულის მოცულობა 1 370 ლიტრამდე იზრდება. წინა მგზავრის სავარძლის საზურგის გადაწევით კი ორ მეტრზე მეტი სიგრძის ნივთის გადატანის საშუალება გვეძლევა, რითაც ეს ავტომობილი ქალაქის ერთ–ერთი ყველაზე მოქნილი ქროსოვერია.

ამ ყველაფერთან ერთად, Trax-ში ინოვაციურ-გასართობ სისტემას, Chevrolet MyLink-საც შეხვდებით, რომელიც საშუალებას მოგცემთ, უსმინოთ მუსიკას თქვენი სმარტფონიდან ავტომობილის აუდიო–სისტემაში. Chevrolet MyLink-ს კიდევ უამრავი თანამედროვე ფუნქცია აქვს – მათ შორის, პარკირების უკანა კამერა და ხმის აქტივაციის უსაფრთხო კონტროლი.

შევროლე Trax-ი კიდევ არაერთი თანამედროვე და აუცილებელი ფუნქციით არის აღჭურვილი. Bluetooth დაგეხმარებათ იმაში, რომ სატელეფონო საუბრისას ხელები საჭეს არ მოაშოროთ, აღმართზე დაძვრის ასისტენტი კი Trax-ს ციცაბო აღმართზეც  არ მისცემს უკან დაგორების საშუალებას.

 

გადაცემის ჩანაწერი