ეგვიპტური ავიალაინერის -Egyptair 804- ის ნაპოვნი ნაწილების პირველ სურათებს ეგვიპტის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. სამხედროებმა ავიალაინერის კორპუსისა და სალონის ნაწილები, აგრეთვე სამაშველო ჟილეტი იპოვეს. უწყების ინფორმაციით, ჩამოვარდნამდე რამდენიმე წუთით ადრე სალონში სახანძრო განგაშის სისტემა ჩაირთო. სახანძრო დეტექტორი თავდაპირველად საპირფარეშოში, მოგვიანებით კი რადიოელექტრონულ განყოფილებაში ამუშავდა. სპეციალისტები კატასტროფის ვერსიად ტექნიკური გაუმართაობის მიზეზით გაჩენილ ხანძარს განიხილავენ.






