ცესკო საარჩევნო სუბიექტებს და მოქალაქეებს სააგიტაციო მასალების დაზიანებისგან თავშეკავებისკენ მოუწოდებს. ”ტელევიზიით, ერთ-ერთი საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლის მიერ გავრცელდა ინფორმაცია და მოწოდება ცესკოს თავმჯდომარის მიმართ იმის შესახებ, რომ კონკრეტული სუბიექტის კანდიდატს პლაკატები და საარჩევნო-სააგიტაციო მასალა დაუზიანეს. ამასთან დაკავშირებით გვინდა აღვნიშნოთ, რომ ეს არ შედის საარჩევნო ადმინისტრაციის უფლებამოსილებაში და ჩვენს საქმიანობას სცილდება. ეს არის კონკრეტულად ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენციის ფარგლები, თუმცა ჩვენ შეგვიძლია თითოეულ მოქალაქეს და სხვადასხვა პოლიტიკური სუბიექტების წარმომადგენლებს მოვუწოდოთ, თავი შეიკავონ სააგიტაციო მასალების დაზიანებისაგან”, – განაცხადა ცესკოს პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ.
