LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Sentra – Nissan-ის კომპაქტური სედანი

Nissan Sentra კომპაქტურ პრემიუმ სეგმენტში ახალი სიტყვაა. Nissan-ის მოდელებს შორის, ეს მოდელი თავისი აეროდინამიურობით ყველაზე გამორჩეულია.

Sentra-ს 1,6 ლიტრიანი ძრავის სიმძლავრე 110 ცხენის ძალაა. ამ მოდელის სტადარტულ აღჭურვილობაში შედის უსაფრთხოების ისეთი სისტემები, როგორიცაა მოცურების საწინააღმდეგო სისტემა, მუხრუჭების ძალის გამანაწილებელი სისტემა, მუხრუჭების გაძლიერებული სისტემა, ცენტრალური საკეტი და პულტი და იმობილაიზერი.

რაც შეეხება Sentra-ს ინტერიერს, ეს მოდელი ნაჭრის სავარძლებით, 4 დინამიკიანი აუდიო სისტემით, მულტიფუნქციური საჭით და წინა და უკანა ელექტრო შუშებით არის აჭღურვილი.

აქვეა კონდიციონერი, ბორტკომპიუტერი, უგასაღებო შესვლის სისტემა, უკანა შუშის გამათბობელი და სხვა ფუნქციები.

Nissan-ის ოფიციალური დილერი საქართველოში კომპანია “ჯეო ავტოა”. უახლესი Nissan Sentra-ს ფასი Nissan-ის ცენტრში მექანიკური გადაცემათა კოლოფის არჩევის შემთხვევაში 14 900 დოლარის. ხოლო თუკი უპირატესობას ავტომატურ გადაცემათა კოლოფს ანიჭებთ, Sentra-ს შეძენას 15 900 დოლარად შეძლებთ.

ასეთია Nissan Sentra, რომელიც კომპაქტურ მოდელად ითვლება და სედანის მყიდველს საკმაოდ მიმზიდველ დიზაინს სთავაზობს.

გადაცემის ჩანაწერი