ფეხსაცმლის თურქულმა საწარმომ ,,ფლო’’ საქართველოში რიგით მესამე მაღაზია გახსნა, რომელიც სავაჭრო ქალაქ ”ისთ ფოინთში” განთავსდა. როგორც ”ფორტუნას” ”ფლოს” ბრენდ მენეჯერმა საქართველოში, გიორგი გოჩიაშვილმა განუცხადა, ახალი მაღაზია 950 კვადრატულ მეტრ ფართობს მოიცავს და აქ დაახლოებით 15 ადამიანი დასაქმდა.
”ფლო” წარმოადგენს უდიდეს შოუ-რუმს ჩვენს ქვეყანაში, სადაც წარმოდგენილია ფეხსაცმლის 30-ზე მეტი საერთაშორისო ბრენდი. მათ შორის ისეთები, როგორებიცაა: ,,ადიდასი’’, ,,პუმა’’ ,,ნაიკი’’, ,,დოკერსი’’, ლამბერ ჯეკი’’ და ”პოლარისი”, – აღნიშნა გოჩიაშვილმა.
მისივე თქმით, მაღაზიაში წარმოდგენილია როგორც სპორტული, ისე კლასიკური ხაზი. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ”ფლო” საქართველოში კიდევ უფრო გაფართოებასა და მიმდინარე წელს დამატებით 3 ახალი მაღაზიის გახსნას გეგმავს.
ცნობისთვის ”ფლოს” პირველი წარმომადგენლობა საქართველოში 2015 წლის ნოემბერში დაფუძნდა. თურქულმა საწარმომ პირველი მაღაზია ”,,თბილისი ცენტრალში’, მეორე კი – ქუთაისში გახსნა.
