ირანულმა კომპანიამ black sea საქართველოში ყუთებისა და ქაღალდების წარმოება დაიწყო. როგორც ”ფორტუნას” კომპანიიდან აცნობეს, black sea საწარმოს როგორც ირანში, ასევე საქართველოში, კერძოდ თბილისში ფლობს.
მათივე ინფორმაციით, თბილისის ფილიალში, ძირითადად, ადგილობრივი კადრებია დასაქმებული.
რაც შეეხება პროდუქციის რეალიზაციას, ის ჯერჯერობით ირანსა და საქართველოში ხორციელდება. ”პროდუქციის საწარმოებლად ნედლეული ირანიდან ჩამოგვაქვს, მისი დამზადება კი შეკვეთების საფუძველზე ხორციელდება. ვთანამშრომლობთ ადგილობრივ და უცხოურ კომპანიებთან, რომლებსაც ყუთებითა და ქაღალდით ვამარაგებთ”, – აღნიშნეს black sea-ში.
მათივე განმარტებით, კომპანია თითქმის ერთი წელია, რაც საქართველოსთან თანამშრომლობს- აქამდე პროდუქცია გასაყიდად ირანიდან ჩამოჰქონდა, ადგილობრივად აქტიური წარმოება კი ახლახანს დაიწყო.
როგორც კომპანიაში განმარტეს, სამომავლოდ გაფართოებას გეგმავენ. საწყის ეტაპზე კი შეეცდებიან, საკუთარი წარმოება უფრო მასშტაბური გახადონ.
