LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თამარ მეფის ხიდთან ხანძარი ლიკვიდირებულია

თბილისში, თამარ მეფის ხიდთან გაჩენილი ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია. როგორც რადიო „ფორტუნას“ სამაშველო სამსახურში განუცხადეს, ცეცხლი გამხმარ ბალახს მოედო, დაახლოებით 30 კვადრატული მეტრის ფართობზე.

ცეცხლს არაფერი დაუზიანებია, მაშველებმა მისი ლიკვიდირება მალევე შეძლეს.

ჯერ-ჯერობით, უცნობია რამ გამოიწვია ხანძარი, თუმცა ვარაუდობენ, რომ თავდაპირველად ცეცხლი მაღალი ძაბვის სადენებს გაუჩნდა, შემდეგ კი ბალახზე გადავიდა.