მიხეილ სააკაშვილი საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს და პირდება, რომ წელს ბოლო დღესასწაულია აღლუმის გარეშე.
ოდესის გუბერნატორმა „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა საკუთარი ფოტო, რომელიც რამდენიმე წლის წინ, 26 მაისს არის გადაღებული და ამასთან, ასევე რამდენიმე წლის წინ ჩატარებული სამხედრო აღლუმის სურათი.
„გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს!
წელს ბოლოჯერ ვხვდებით მთავარ ეროვნულ დღესასწაულს აღლუმის გარეშე,” – წერს სააკაშვილი.


