LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

15 ვარსკვლავი, რომელმაც შვილებზე უარი თქვა

ჩვენ შევარჩიეთ ის ვარსკვლავები, რომლებმაც სხვადასხვა მიზეზის გამო უარი თქვეს დედობაზე. მათ შორის ყველას თავისი მიზეზი აქვს. ხანდახან ეს არის სასურველი პარტნიორის ძიება, ზოგიერთისთვის კარიერა ან სულაც ზედმეტი პასუხისმგებლობის თავიდან აცილება.

 

კეიტი ბეითსი – 67 წლის

„მიზერის“ ვარსკვლავი მრავალშვილიან ოჯახში გაიზარდა, თუმცა თავად შვილი არ ჰყოლია. ის 90-იანებში დაქორწინებული იყო მსახიობ ტონი კამპისზე, თუმცა მალევე განქორწინდა. 2003 წელს მსახიობმა სიმსივნე დაამარცხა, მოგვიანებით კი მკერდზე რადიკალური ოპერაცია ჩაიტარა. საკუთარ ცხოვრებაზე საუბარი მას არ უყვარს, თუმცა ხშირად თამაშობს ქალებს მძიმე ისტორიებით.

Australian Academy Of Cinema And Television Arts' 1st Annual Awards - Arrivals

ლარა ფლინ ბოილი – 46 წლის

„ტვინ პიკსის“ ვარსკვალმა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ საოცრად ეგოისტური ხასიათი აქვს და არ სურს საკუთარი სიყვარულის განაწილება სხვებისთვის. ამავე დროს მსახიობის განცხადებით, მას იდეალური დედა ჰყავდა და რთულია თავადაც ასეთივე სრულფასოვანი იყოს.

kinopoisk.ru

ეშლი ჯადი – 48 წლის

მართალია მსახიობი 12 წელი იყო დაქორწინებული, მაგრამ შვილები მაინც არ ჰყავს. მსახიობს არაერთხელ უთქვამს, რომ არ სურს შვილების გაჩენა იქ, სადაც მილიონობით ბავშვი სიღარიბეში იღუპება.

3

რიკი ჯერვეისი – 54 წლის

ცნობილი კომედიური ჟანრის მსახიობს არასოდეს სურდა შვილები. ის მიიჩნევს, რომ  წლების დაკარგვა შვილების აღზრდაზე სისულელეა. ის ათეისტია და გმობს რელიგიურ დოგმებს, სწორედ ამ მიზეზით თქვა უარი ოფიციალურად დაქორწინებულიყო მეგობარ გოგონაზე.

4

კამერონ დიასი  – 43 წლის

საკუთარი კარიერის მანძილზე მსახიობს თითქმის ყველა ცნობილ მსახიობთან მიაწერეს რომანი. დაქორწინება კი მხოლოდ ცოტა ხნის წინ მოახერხა. ამ დრომდე მსახიობი მიიჩნევდა, რომ არ იყო მზად დედობისთვის, ახლა კი დააგვიანა.

5

შერლი დიუვალი – 66 წლის

ამერიკელი მსახიობი, რომელიც BAFTA-ს, ოქროს პალმის რტოსა და სხვა საპატიო ჯილდოების მფლობელია, პოპულარული გახდა ფილმით „ნათება“. ბევრი იმასაც ამბობს, რომ ამ უმძიმესი სიუჟეტის შემდეგ მსახიობმა სამუდამოდ უარი თქვა შვილებზე.

6

რენე ზელვეგერი – 47 წლის

ბრიჯიტ ჯონსის დღიუების ვარსკვლავი სიფრთხილით უყურებს დედობის თემას. მსახიობი ამბობს, რომ ეს არასოდეს იყო მისი ოცნება. ის ყოველთვის ერთი დღის  პრინციპს ანიჭებდა უპირატესობას და არასოდეს ფიქრობდა მომავალზე.

7

ჯორჯ კლუნი – 55 წლის

მრავალრიცხოვანი რომანების მიუხედავად, ჯორჯ კლუნი არასოდეს უყურებდა ოჯახის თემას სერიოზულად. ამალ კლუნიზე ქორწინების შემდეგ მსახიობი შვილებზეც დაფიქრდა, ამჯერად მედიაში აქტიურად ადევნებენ თვალს კლუნების წყვილს, რომლებიც თავადაც ოცნებობენ შვილზე.

8

კიმ კეროლი – 59 წლის

„ბავშვებთან თამაში კარგია, მაგრამ სახლში დარუნებულს, მსურს მეტი სიმშვიდე“ – აცხადებს მსახიობი ინტერვიუში.

9

ლაიზა მინელი – 70 წლის

ლეგენდარული ჯუდი გარლენდის ქალიშვილი, თავადაც ლეგენადრული ლაიზა მინელი 4-ჯერ იყო დაქორწინებული, თუმცა შვილი არ ჰყავს. მსახიობს ორსულობა ადრეულ ვადაზე შეუწყდა და ამის შემდეგ ის არასოდეს დაორსულებულა.

10

ჰელენ მირენი – 70 წლის

ბრიტანელი მსახიობი აცხადებს, რომ არასოდეს ოცნებობდა დედობაზე. ინტერვიუში მან აღნიშნა, რომ სულაც არ გრძნობს რაიმე დანაკლისს, იმის გამო რომ შვილები არ ჰყავს.  კარიერა მისთვის ყოველთვის უპირველესი იყო. დღეს ოსკაროსანი მირენი საკუთარი თავის მიმართ უფრო კრიტიკული გახდა, თუმცა უკვე დაგვიანებულია.

11

ნიკ ოფერმანი – 45 წლის

მსახიობი უკვე 12 წელია, რაც დაქორწინებულია მეგან მალალიზე. წყვილის განცხადებით, ისინი არ არიან მზად დიდი პასუხისმგებლობისთვის.

NICK OFFERMAN/FILM FESTIVAL

უინონა რაიდერი –  44 წლის

ოსკარზე ორჯერ ნომინირებული რაიდერი ჰოლივუდის ყველაზე სასურველი გოგონა გახლდათ. მას ჰქონდა არაერთი რომანი  ცნობილ მსახიობთან, თუმცა ქორწინებამდე საქმე არ მისულა. 1993 წელს მსახიობმა ფულადი ჯილდო დააწესა მანიაკისთვის, რომელმაც მის მშობლიურ ქალაქში პატარა გოგონა გაიტაცა. საბოლოოოდ ბავშვის გადარჩენა ვერ მოახერხეს და ამან უდიდესი კვალი დაამჩნია რაიდერის ფსიქიკას.

13

ჯონ ჰემი – 44 წლის

ერთ-ერთ ინტერვიუში ჯონ ჰემმა განაცხადა, რომ არ ესმის დაქორწინებული ადამიანების, რომლებსაც შვილები არ უნდათ. ამისთვის ურალოდ ერთად ცხოვრებაც საკმარისია, მიიჩნევს მსახიობი. ის 1997 წელს დაქორწინდა, თუმცა შვილი ამ დრომდე არ ჰყავს.

14

ჯენიფერ ენისტონი – 47 წლის

მსახიობი ორჯერ იყო ოსრულად და ორივე შემთხვევა ტრაგიკულად დასრულდა. ცოტა ხნის წინ მან ჯასტინ ტერუზე იქორწინა და ამბობენ, რომ ამჯერად ენისტონი ხელოვნური განაყოფიერების მეთოდს ცდის.

15