ინტერნეტში პრინც უილიამისა და ქეით მიდლტონის ახალი ოფიციალური პორტრეტი გამოჩნდა. სურათი წყვილის ქორწინების 5 წლის იუბილეზე გამოქვეყნდა. უილიამი და ქეითი კენსინგტონის სასახლის ფონზე არიან გადაღებულები, პორტრეტის ავტორი კი კრის ჯელფია, რომელმაც გასულ წელს წყვილის საშობაო ფოტოსესია შექმნა. ფოტოზე ქეითს ელეგანტური პიჯაკი აცვია Alberta Ferretti-ს საგაზაფხულო კოლექციიდან.
მისალოცი ბარათი ახალი ფოტოთი ყველა იმ ადამიანს გაუგზავნეს, რომლებმაც სამეფო წყვილს იუბილე მიულოცეს. მედიაში კი ფოტო მას შემდეგ გავრცელდა, რაც სამეფო ოჯახის ფოტოგრაფმა პოლ რეტკლიფმა ის Twitter-ის გვერდზე განათავსა.




