გიორგი მარგველაშვილი, გიორგი კვირიკაშვილი და დავით უსუფაშვილი ამ წუთებში, სავარაუდოდ, დახურულ შეხვედრას მართავენ. ქვეყნის პირველი პირები „ქორთიარდ მერიოტში“ იმყოფებიან .
შეხვედრა მას შემდეგ დაიწყო, რაც დიასპირის ფორუმზე სიტყვით გიორგი მარგველაშვილი და გიორგი კვირიკაშვილი გამოვიდნენ.
რას განიხილავენ პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე, უცნობია. შეხვედრასთანდაკავშირებით არ აკეთებენ კომენტარს მათი პრესსამსახურების წარმომადგენლებიც.
