LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარგველაშვილის, კვირიკაშვილის და უსუფაშვილის შეხვედრა დასრულდა

გიორგი მარგველაშვილის, დავით უსუფაშვილისა და გიორგი კვირიკაშვილის დახურული შეხვედრა „ქორთიარდ მერიოტში“ უკვე დასრულდა, თუმცა მათ ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებიათ.

შეხვედრის დეტალები არ იცის არც პრეზიდენტის მრჩეველმა ფიქრია ჩიხრაძემ, მისი თქმით, შეხვედრა წინასწარ არ ყოფილა დაგეგმილი. ჩიხრაძე ვარაუდობს, რომ ქვეყნის პირველი პირების შეხვედრის საჭიროება, სავარაუდოდ, რამდენიმე მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენის განხილვისთვის დადგა.

ამასთან, ჩიხრაძე ასეთ ერთ-ერთ თემად ვარშავის მოახლოებულ სამიტს ვარაუდობს.