მოხუცთა თავშესაფარში გაჩენილ ხანძარს 17 ადამიანი ემსხვერპლა. BBC-ს ცნობით, უბედური შემთხვევა უკრაინის დედაქალაქ კიევთან ახლოს მდებარე სოფელში მოხდა. თავშესაფარში 35 ბენეფიციარი ცხოვრობდა.
ადგილზე მობილიზებულმა სამაშველო და სახანძრო სამსახურის თანამშრომლებმა 18 ადამიანის გადარჩენა შეძლეს.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია. თუმცა ვარაუდობენ, რომ ხანძარი შესაძლოა ტელევიზორის აფეთქებას გამოეწვია. მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.
