LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი კვირიკაშვილი ჟურნალისტ ზვიად თხელიძის ტრაგიკული გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ჟურნალისტ ზვიად თხელიძის ტრაგიკული გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
”მინდა უდიდესი მწუხარება გამოვთქვა ჟურნალისტ ზვიად თხელიძის ტრაგიკული გარდაცვალების გამო. ჩვენ დავკარგეთ პროფესიონალი ჟურნალისტი და კარგი ადამიანი, რომელიც თავის პროფესიულ მოვალეობას სიცოცხლის ბოლო წუთამდე ასრულებდა. მთელი გულით ვუსამძიმრებ, უპირველეს ყოვლისა, ზვიადის ოჯახს, მეგობრებს, კოლეგებსა და ტელეკომპანია GDS-ს.  ალბათ, ვერაფერს გეტყვით იმ უდიდესი ტკივილის შესამსუბუქებლად, რომელსაც ახლა განიცდით. უბრალოდ, მინდა, იცოდეთ, რომ ამ უმძიმეს წუთებში, მე თქვენს გვერდით ვარ”, – ნათქვამია პრემიერის სამძიმარში.
ტელეკომპანია GDS-ის გადაცემა ”2030”-ის ჟურნალისტი ზვიად თხელიძე უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა. ტრაგიკული შემთხვევა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მოხდა.

ზვიად თხელიძეს დუშეთში, ხადას ხეობაში, მდინარეში გადასაღები აპარატი ჩაუვარდა, მისი ამოღების მცდელობისას დინებამ გაიტაცა.