LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოქტომბრიდან თურქეთთან უვიზო რეჟიმი შესაძლოა არ ამოქმედეს

ევროპარლამენტის პრეზიდენტი მარტინ შულცის განცხადებით, მიმდინარე წლის ოქტომბრიდან თურქეთთან უვიზო რეჟიმი შესაძლოა არ ამოქმედდეს. ამის შესახებ შულცმა გერმანულ გამოცემა Welt am Sonntag-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, ბრიუსელი ელოდება, რომ ვიზალიბერალიზაციის დაწესებამდე ანკარაში პირად მონაცემთა დაცვისა და ტერორიზმთან ბრძოლის საკითხებში წარმატებით გაატარებს რეფორმებს.  აღსანიშნავია, რომ ვროკავშირის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა უვიზო რეჟიმის მისაღებად ანკარაში სწორედ ანტიტერორისტული კანონმდებლობა შეცვალაა.