LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრეზიდენტმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომები დანიშნა

საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით, საქართველოს კონსტიტუციის 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სხდომა 2016 წლის 3 – 4 ივნისს დაინიშნა.

განკარგულების მიხედვით, პარლამენტის რიგგარეშე სხდომა დაინიშნა თანდართული დღის წესრიგით, რომელშიც გათვალისწინებულია პრეზიდენტის მიერ პარლამენტისათვის წარმდგენილი საკითხების განხილვა – მათ შორის, უზენაესი სასამართლოს 3 მოსამართლის კანდიდატურის დამტკიცებისა და “საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” კანონზე მოტივირებული შენიშვნების საკითხები.

ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.