LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შშმ პირთა დღის ცენტრში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური შევიდა

14 მაისს გაცემული განჩინებით  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა რამდენიმე დღის ცენტრში, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური შევიდა. სასამართლოს გადაწყვეტილებაში წერია, რომ გამოძიება დღის ცენტრების უფლებამოსილი პირების მიერ სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე მიმდინარეობს. საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის ასოციაციაში აცხადებენ, რომ გამოძიების დაწყების დროს მათთვის მიზეზები არ განუმარტავთ. ფინანსურმა პოლიციამ საბუთები გაითხოვა, მათ შორის ცენტრში ბენეფიციარების დასწრების ჟურნალიც. ინფორმაციას რუსთავი 2 ავრცელებს.

ცნობილია, რომ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გამოძიების დაწყების მოთხოვნით, ჯანდაცვის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ მიმართა. გამოძიების დაწყების ინიციატორ უწყებაში განმარტავენ, რომ დღის ცენტრები სოციალურ სააგენტოს ბენეფიციარების შესახებ არასწორ დოკუმენტაციას აწვდიდნენ რაც გამოძიების მოთხოვნის საფუძველი გახდა.