
დავით კენჭიაშვილი იწყებს ტურნეს საქართველოს მაშტაბით. მისი კონცერტები კახეთის რეგიონიდან დაიწყო. დღეს მომღერალმა გამართა კონცერტი საგარეჯოს კულტურის სახლში, კონცერტში ასევე მონაწილეობდნენ დათო კენჭიაშვილის სტუდია „თაობა“ და მუსიკოსი მიხეილ წითელაშვილი.
დავით კენჭიაშვილის სტუდია „თაობა“, დაარსებულია 2012 წლიდან. აღნიშნულ სტუდიაში ასამდე ბავშვი ეუფლება ხალხურ სიმღერას, გალობას და ხალხურ საკრავებს: ფანდურს, ბანიფანდურსა და
სალამურის შესწავლას, რომელიც მსმენელის უდიდეს მოწონებას იმსახურებს. მაყურებელი შეძახილებითა და მხურვალე ტაშით აჯილდოვებდა თვითოეულ მათგანს.
მომღერალი 17 რეგიონში გამართავს სოლო კონცერტს, ტურნეს ბოლოს კი დამაგვირგვინებელი კონცერტი გაიმართება ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში.





