„მის ამერიკა 2016“-ის ტიტულის მფლობელი 26 წლის დეშონა ბარბერი გახდა. გოგონა წარმოშობით ვაშინგტონიდანაა და სამხედრო ძალებში მსახურობს. სწორედ ბარბერი წარადგენს ამერიკას „მის სამყაროს“ სილამაზის კონკურსზე, რომელიც წლის ბოლოს გაიმართება. დეშონა საზღვაო ფლოტში კაპიტნად მსახურობდა: „ამერიკის სამხედრო ძალებში მსახურობისას დავრწმუნდი, რომ ქალები მამაკაცებზე არანაკლებ ამტანები არიან“ – ამბობს ამერიკის ყველაზე ლამაზი გოგონა.
ღონისძიება 5 ივნისს ლას-ვეგასში გაიმართა და მასში 50 კონკურსანტი მონაწილეობდა.
