ექსპორტის ხელშეწყობის სააგენტოს შექმნის პროცესი, პრაქტიკულად, დასრულებულია. ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, სააგენტო საპარტნიორო ფონდის ქოლგის ქვეშ უნდა შეიქმნას.
”ბოლო ინფორმაციით, რაც მე საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელისგან მაქვს მიღებული, პროცესი, პრაქტიკულად, დამთავრებულია და, უახლოეს დღეებში, ჩვენ პრეზენტაცია გვექნება”, – განაცხადა ქუმსიშვილმა.
მისივე თქმით, პრეზენტაციაზევე გახდება ცნობილი, თუ რა პროდუქტებს შესთავაზებს ექსპორტის ხელშეწყობის სააგენტო მეწარმეებს.
