LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 15,4%-ით გაიზარდა

ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 2016 წლის პირველ კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 15,4%-ით გაიზარდა. ამის შესახებ იფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს. მათი მონაცემებით, ბიზნეს სექტორის ბუნვის მოცულობამ 12,7 მილიარდი ლარი შეადგინა.

“საქსტატის’ ინფორმაციით, ზრდის ტენდენციით ხასიათდება ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელიც. 2016 წლის პირველ კვარტალში მისი მოცულობა 6,5 მილიარდი ლარით განისაზღვრა, რაც 15,0%-ით აღემატება გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს.

2016 წლის პირველ კვარტალში მთლიანი ბრუნვის 82,8% მოდის მსხვილ ბიზნესზე, 7,6% – საშუალო, ხოლო 9,7% – მცირე ბიზნესზე ნაწილდება. ოდნავ განსხვავებული მდგომარეობაა პროდუქციის მთლიანი გამოშვების შემთხვევაში: მსხვილ ბიზნესზე მოდის პროდუქციის გამოშვების 80,6%, საშუალოზე – 9,3%, ხოლო მცირე ბიზნესზე – 10,1%.