საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა რაოდენობის ზრდის შესახებ საუბრობს. როგორც კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ოფიციალური მონაცემებით, 2016 წლის პირველ კვარტალში კერძო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა 5,9%-ით არის გაზრდილი, რამაც საერთო ჯამში, 570 000 ადამიანი შეადგინა.
პრემიერის განმარტებით, ეს ნიშნავს, რომ პირველ სამ თვეში ბიზნეს სექტორმა დამატებით 32 257 ადამიანი დაასაქმა.
”ძალიან სასიხარულო მონაცემებია. სექტორული ანალიზი გვიჩვენებს, რომ ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ამ ზრდაში სოფლის მეურნეობის სამინისტროს აქვს. რაც ნამდვილად ჩვენი მიზანმიმართული პოლიტიკის შედეგია, სოფლის მეურნეობის მხარდაჭერის კუთხით. რა თქმა უნდა, ეს უნდა აღვიქვათ ასევე გაუმჯობესებული ბიზნესკლიმატის შედეგადაც”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.
მისივე თქმით, 2016 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, სამშნებლო სექტორშიც ერთ- ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ზრდა – გამოშვებული პროდუქტის მაჩვენებელი სამშენებლო სექტორში 44%-ით არის გაზრდილი. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ეს დიდი მოცულობის სამუშაოების შესრულებით არის განპირობებული – სახელმწიფო სექტორში ავტომაგისტრალების, შიდა გზების, ჰიდროელექტროსადგურების, ოფისების, სასტუმროების და მაგისტრალური კავშირგაბმულობის ხაზების და სხვა ინფრასტრის მშენებლობა რეკონსტრუქციით.
”ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან დასაქმების კუთხით საკმაოდ მაღალი ეფექტი აქვს ამ სექტორში ზრდის თითოეულ პროცენტს. ამ დადებით მონაცემებში, ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომ ეკონომიკური აგენტების გაუმჯობესებული განწყობა აღინიშნება ლარის კურსის დასტაბილურებასა და გამყარებასთან მიმართებაში. ბანკების მხრიდან, უცხოური ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციები შემცირებულია, რაც იმაზე მეტყველებს, რომ სპეკულატიური, აჟიოტაჟური მოთხოვნის წილი უცხოური ვალუტის ყიდვა-გაყიდვაში გამოირიცხა”, – განახცადა კვირიკაშვილმა.
მისივე თქმით, საგადასახადო შემოსავლებმა გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 8,3%-ით გადააჭარბა. ასევე პოზიტიურის ხარჯვის წილი, 2016 წლის იანვარ-მაისში სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვის კუთხით.
”პრობლემური გახლდათ ფისკალური სტიმულირება. ეს წლის დასაწყისში ყოველთვის გვჭირდებოდა ხოლმე და ძალიან კარგია, რომ წლის პირველ ხუტ თვეში, ამ კუთხით, ჩავარდნები ნაკლებია. დადებითი მაჩვენებელია, რომ წლიური გეგმის 37,8%-ია გახარჯული იანვარ-მაისში. ვფიქრობ, ინვესტორები დადებითად აღიქვამენ ამ არაერთ პოზიტიურ მონაცემს და ინვსტიციები მოიმატებს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარედან. მით უმეტეს, რომ ჩვენ მივიღეთ საგადასახადო ლიბერალიზაციის მნიშვნელოვანი პაკეტი, რომელიც მომავალი წლის პირველი იანვრიდან კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის ეკონომიკურ გარემოს”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
