
ჯგუფი „მირაჟი“ დიდი ხანია, რადიოჰოლდინგ „ფორტუნასთან“ თანამშრომლობს. ჯგუფის ყველა ახალი სიმღერის პრემიერა „არ დაიდარდოს“ ეთერში იმართება. ჯგუფის წევრი, პაატა დუნდუა მიიჩნევს, რომ მათ წარმატებაში საკუთარი წვლილი სწორედ ამ ჰოლდინგს მიუძღვის.
„მირაჟის“ წევრი ჩვენს საიტთან საუბრისას აღნიშნავს, რომ მათი სიმღერის „გოგონია, ქიცი, ქიცი“, „ოქროს ტალღის“ ნომინანტებში მოხვედრა, სასიხარულოა და გამარჯვების იმედიც აქვთ.
პაატა დუნდუა:
ეს სიმღერა დაახლოებით ერთი წლის წინ ჩავწერეთ. მელოდიაც და ტექსტიც ხალხურია და როგორც ყველა სხვა ჩვენი სიმღერა, ესეც ჩვენსავე სტუდიაში ჩავწერეთ. იხილეთ სრულად
