საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე საქართველოში აკრედიტებული ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს შეხვდა. სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე საქართველო-ევროკავშირის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესთან დაკავშირებით ევროკავშირის მხრიდან დარჩენილი პროცედურების შესახებ ისაუბრეს, ასევე ევროკავშირის საბჭოში საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღების შესახებ იმსჯელეს.
მინისტრის მხრიდან აღინიშნა, რომ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია ამ ეტაპზე საქართველო-ევროკავშირის დღის წესრიგის მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს, ვინაიდან ხელშესახები სარგებელი იქნება საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის.
თავის მხრივ, ელჩებმა ისაუბრეს საქართველოს მიერ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესში განხორციელებულ რეფორმებზე.
საქართველოს მოქალაქეებისათვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის მინიჭების საკითხს 10 ივნისს, ევროკავშირის იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრების საბჭო განიხილავს
