ჰაკერების ჯგუფმა Ourmine, რომელმაც მარკ ცუკერბერგის Twitter, Instagram, LinkedIn და Pinterest ანგარიშები გატეხა, ქსელში მისი პაროლი გააჟღერა. როგორც აღმოჩნდა, ოთხივე სერვისზე „ფეისბუქის“ დამფუძნებლის პაროლი „dadada” იყო.
იმ შემთხვევაში თუ აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეა, უმსხვილესი ინტერნეტ-კორპორაციის ხელმძღვანელს საკმაოდ სუსტი პაროლი აქვს.
„ფეისბუქის“ ხელმძღვანელობისგან ამ ინფორმაციაზე კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
