ლეონარდო დიკაპრიოს ყურადღება მორიგმა მოდელმა მიიქცია. ამჯერად საუბარია 24 წლის ბრიტანელ როქსი ჰორნერზე. ინსაიდერების მტკიცებით, ლეოსა და როქსის სერიოზული ურთიერთობა აქვთ, ოსკაროსანი მსახიობი საყვარელ ქალთან აშშ-დან ბრიტანეთში უკვე რამდენჯერმე გადაფრინდა.
წყვილი უკვე რამდენჯერმე შენიშნეს ღამის კლუბებსა და რესტორნებში. უცნობია, იქნება თუ არა მსახიობის რომანი ამჯერად მაინც დიდხნიანი.
