
ლაშა ღლონტი მურმან ჯონორიასთან შესრულებული დუეტით „მაინც მოდის აპრილი“ „ოქროს ტალღის“ ნომინანტია. მომღერალმა ამის შესახებ ახლახან შეიტყო და ძალიან გაუხარდა.
ლაშა ღლონტი:
ახლა შევიტყვე, რომ ეს სიმღერა ნომინანტია, მართალი გითხრათ, არ ველოდი, რადგან ეს უფრო თეატრალიზებული სტილის სიმღერაა, დუეტი მურმან ჯინორიასთან ერთად. არც გვიფიქრია, თუკი საკონკურსოდ აარჩევდნენ და ძალიან მიხარია ეს ამბავი.
„ოქროს ტალღის“ დამოკიდებულება მუსიკოსებისადმი, მომღერლებისა თუ კომპოზიტორებისადმი, მისასალმებელია. ეს, რა თქმა უნდა, ნებისმიერი ჩვენგანისთვის სტიმულია, უფრო მეტი აკეთოს სამომავლოდ.
