LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”გურმე” ახალ კაფეტერიას გახნის

შპს ”გურმე” გაფართოებასა და ახალი კაფეტერიის გახსნას გეგმავს. როგორც ”ფორტუნას” ”გურმეს” დამფუძნებელმა და დირექტორმა, ნინო მამულაშვილმა განუცხადა, კაფეტერია რუსთაველის გამზირზე, სავარაუდოდ 2 თვეში გაიხსნება და აქ 20 ადამიანი დასაქმდება.

მისივე ინფორმაციით, კომპანია ახლო მომავალში მოსკოვის გამზირზე საკონდიტრო საწარმოსაც გახსნის, რომელიც ძირითადად პურის ცხობაზე იქნება ორიენტირებული. თუმცა საწარმოში სხვა ტიპის ფუნთუშეულიც დამზადდება. ”საწარმოს მშნებელობის და მოწყობის პროცესი უკვე დასრულებულია. ახლა ველოდებით მანქანა-დანადგარებს, რომლებიც იტალიიდან გამოვიწერეთ. სამწუხაროდ, ტექნიკის ჩამოტანის პროცესი დროში გაიწელა, თუმცა ვიმედოვნებ, რომ თვე-ნახევარში მათ დამონტაჟებასა და საწარმოს ექსპლუატაციაში შესვლას შევძლებთ”, – აღნიშნა მამულაშვილმა.

როგორც შპს ”გურმეს” დამფუძნებელმა განმარტა, კომპანიას საკუთარი მომხმარებლისთვის სიახლე პროდუქციის მრავალფეროვნების კუთხითაც აქვს.  ”გურმეს” ბრენდის ქვეშ არსებული ნაწარის რაოდენობა 100-მდე გაიზარდა.

ცნობისთვის, კაფეტერია “გურმე”  ფალიაშვილის 53 ნომერში მდებარეობს და ის  მომხმარებელს პურ-ფუნთუშეულსა და სხვა საკონდიტრო ნაწარმს სთავაზობს.