LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ძლიერმა წვიმამ გორში ქალაქის ქუჩები, მაღაზიები და მიწისქვეშა გადასასვლელები დატბორა

გორში ძლიერმა წვიმამ ქალაქის ქუჩები, მაღაზიები და მიწისქვეშა გადასასვლელები დატბორა. „ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით,  ქალაქის ცენტრალურ მოედანზე მდებარე მიწისქვეშა გადასასვლელი თითქმის ერთი მეტრის სიმაღლეზე წყლით სავსეა. მიწისქვეშა გადასასვლელში მყოფებმა ერთმანეთის დახმარებით მოახერხეს წყლის ნაკადისთვის თავის დაღწევა. აღნიშნულ ტერიტორიაზე არსებული მაღაზიების მეპატრონეები აცხადებენ, რომ სავაჭრო ობიექტები წყლით გაივსო.

ქალაქის სხვადასხვა უბანში სამაშველო და კეთილმოწყობის სამსახურები ერთდროულად მუშაობენ.

„ხანგრძლივმა წვიმამ რამდენიმე უბანზე რთული მდგომარეობა შექმნა. ყველა სამსახური მობილიზებულია, ვიღებთ ინფორმაციას შედარებით რთულ მონაკვეთებზე და ვცდილობთ დახმარება ყველას აღმოვუჩინოთ. მდგომარეობა კონტროლს ექვედებარება“, – განაცხადა გორის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა აკაკი ხუფენიამ.

ძლიერი წვიმის გამო გორში დაახლოებით ნახევარი საათით ელექტროენერგიაც გაითიშა. ამ დროისთვის ქალაქის ნაწილში ელექტროენერგიის მიწოდება აღდგენილია.