ევროპარლამენტის პრეზიდენტი მარტინ შულცი საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციას მხარს უჭერს. იგი მიიჩნევს, რომ საქართველომ ვიზალიბერალიზაციის დაწესებისთვის აუცილებელი ყველა კრიტერიუმი შეასრულა, ამიტომ აღნიშნული საკითხის განხილვა შეყოვნების გარეშე უნდა მოხდეს.
ამის შესახებ შულცი ”ტვიტერში” წერს.
საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის დაწესებაზე ევროკავშირის წევრი ქვეყნების შინაგან საქმეთა მინისტრები 10 ივნისს იმსჯელებენ.
