გამოცემ Bloomberg-ის ცნობით, კომპანია Samsung Electronics საკეცი დისპლეის მქონე სმარტფონზე მუშაობს. ასეთი სიახლით ორი სახეობის მოწყობილობა გამოვა.
ახალ მოდელებში OLED-დისპლეები იქნება, რაზეც კორეელი მწარმოებელი უკვე არაერთი წელია მუშაობს. პროექტს Project Valley ეწოდა და მისი ოფიციალური დებიუტი 2017 წლის თებერვალში, ბარსელონაში გამართულ Mobile World Congress-ზე შედგება.
