მეორე შვილის, სეინტ უესტის დაბადების შემდეგ, კიმ კარდაშიანმა მალევე დაიწყო საკუთარ ფიგურაზე ზრუნვა. რეალითი-შოუს ვარსკვლავმა მიზნად დაისახა იმავე წონაზე დამდგარიყო, როგორზეც 2010 წელს, კანიეს გაცნობამდე იყო.
ამის შემდეგ ის რეგულარულად აქვეყნებდა ფოტოებს, რითიც ამტკიცებდა, რომ ატკინსის დიეტა და სპორტი სასურველი შედეგის მიღებაში ეხმარება.
გასულ კვირას კიმმა უჩვეულო რეზულტატი აჩვენა და განაცხადა, რომ 2010 წლის წონამდე მხოლოდ რამდენიმე კილოგრამი აშორებს. თუმცა ინტერნეტ-მომხმარებლების ნაწილი თვლის, რომ კიმი მალავს რეალურ წონას, რომელიც გაცილებით მეტია, ვიდრე მის მიერ ნათქვამი ციფრები.
„შეუმჩნევლად შეიცვალა მისი ფორმები. ის კვლავ ისეთია, როგორიც მშობიარობის შემდეგ იყო“, – ამტკიცებენ მომხმარებლები. თავად კარდაშიანი ამ „ბრალდებაზე“ კომენტარს არ აკეთებს.

