LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქმრის გარდაცვალებიდან 5 თვის შემდეგ სელინ დიონმა ახალი რომანი დაიწყო

სელინ დიონის ქმრის გარდაცვალებიდან ხუთი თვე გავიდა და როგორც ჩანს, მომღერალმა ახალი სიყვარული იპოვა. National Enquirer-ის წყარო ირწმუნება, რომ დიონი გიტარისტ კევინ ჟიროდს ხვდება.

გამოცემა აღნიშნავს, რომ მომაკვდავმა ანჯელილმა საკუთარი შემცვლელი თვითონვე იპოვა, სწორედ მან დაიქირავა გიტარისტი სელინთან ერთად სამუშაოდ.

ცოტა ხნის წინ ლას-ვეგასში გაიმართა დიონის კონცერტი, სადაც მისი პარტნიორი ჟიროდი იყო. თვითმხილველები აღნიშნავენ, რომ სცენაზეც კი შეიმჩნეოდა, რომ  სელინი და კევინი ერთმანეთის მიმართ გულგრილი არ არიან, დიონი კი ბედნიერად გამოიყურებოდა.