ლეგენდარული АВВА-ს დაშლის შემდეგ, მუსიკოსებს ერთად 30 წელია არ უმღერიათ. შვედური ოთხეული პირველად წლების შემდეგ სტოკჰოლმში გამართულ АВВА-ს 50 წლისადმი მიძღვნილ საღამოზე შეიკრიბა.
აგნეტა ფელტსკუგმა, ბიორნ ულვეუსმა, ბენი ანდერსონმა და ანი-ფრიდ ლიუნგსტადმა ერთად სიმღერა The Way Old Friends Do შეასრულეს, რომელიც პირველად 70-იანი წლების ბოლოს გაჟღერდა. ეს საკმარისი აღმოჩნდა პუბლიკისთვის ოვაციებითა და შეძახილებით შეხვედროდა ლეგენდარულ ოთხეულს.
ინტერნეტში ჯერ არ დევს ლეგენდარული შვედური ოთხეულის გამოსვლის ამსახველი ვიდეო, თუმცა რამდენიმე ფოტომ უკვე ააფეთქა ინტერნეტი.



