LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლეიდი გაგამ ჰილარი კლინტონს მხარდაჭერა გამოუცხადა (ფოტო)

ლეიდი გაგა, როგორც ყოველთვის, ამჯერადაც ორიგინალური იყო, როდესაც სოციალურ ქსელში თავის თაყვანიმცემლებს ჰილარი კლინტონის მხარდაჭერისკენ მოუწოდა: „ჰილარი 2016. ვერაფერი დაამარცხებს ძლიერ ქალს. ხმა მიეცით ამერიკის ისტორიაში პირველ ქალ პრეზიდენტს. ქვეყანას ის სჭირდება“ – დაწერა მომღერალმა Instagram-ის საკუთარ გვერდზე და ამერიკის დროშის ფერის საცურაო კოსტიუმში გადაღებული ფოტოც გააზიარა. ლეიდი გაგა ფოტოში დივანზე პოზირებს, საცურაო კოსტიუმში კი კარგად ჩანს მისი მრავალრიცხოვანი ტატუები.

ასევე ინტერნეტში გამოჩნდა Variety-ის ახალი ფოტოსესია, სადაც გაგა მსახიობ ჯემი ლი კერტისთან ერთადაა გადაღებული. ცნობილი მომღერალი და მსახიობი გამოცემამ ახალ რუბრიკაში Actor On Actor გადაიღო.

3505FBEF00000578-3630025-image-a-83_1465328373859