
დები „იშხნელების“ ცნობილი სიმღერა „არ დაიჯერებ“, ნათია აფხაძემ დედასთან ერტად გარემიქსებული სახით ჩაწერა. ეს სიმღერა „ოქროს ტალღის“ ერთ-ერთი ნომინანტი გახლავთ. ნათიას მის შესახებ ვესაუბრეთ.
ნათია აფხაძე:
გახარებული ვარ, რომ ჩვენი სიმღერა ნომინირებულია. ბებიების სიმღერა მე და დედაჩემმა ჩავწერეთ გარემიქსებული სახით. „ოქროს ტალღა“, ვფიქრობ, მომღერლებს ხელს უწყობს, განსაკუთრებით, დამწყებ შემსრულებლებს, რომელთათვისაც ეს დამატებითი სტიმულია. თუკი შოუბიზნესის წინ წაწევას ეს ხელს შეუწყობს, მისასალმებელი იქნება.
