LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”პეგას ტურისტიკმა” ზაფხულის სეზონი გახსნა

საერთაშორისო ტურ-ოპერატორმა  ”პეგას ტურისტიკი” ზაფხულის სეზონი გახსნა. როგორც ”ფორტუნას” კომპანიის გაყიდვების სამსახურის უფროსმა სალომე ბერაიამ განუცხადა,  პირველი ჩარტერული რეისი ანტალიის მიმართულებით “თურქეთის ავიახაზების” ბორტით შესრულდა.

”ზაფხულის სეზონის განმავლობაში მუდმივად შევთავაზებთ ქართველ მომხმარებლებს ეგვიპტისა და თურქეთის მიმართულებით ტურ-პაკეტებს, შემოდგომაზე კი დუბაისა და ინდოეთის მიმართულებები გააქტიურდება”, – აღნიშნა ბერაიამ.

მისივე ინფორმაციით, ”პეგას ტურისტიკის” ტურ-პაკეტების შეძენა ქართველ დამსვენებელს საქართველოში არსებულ ნებისმიერ ტურისტულ სააგენტოში შეუძლია.

რაც შეეხება ღირებულებას, როგორც სალომე ბერაიამ განმარტა, პაკეტის ფასი ერთ ადამიანზე 270 დოლარიდან იწყება და ტარიფი იმის მიხედვით იზრდება, თუ რა კატეგორიის სასტუმროს აირჩევს დამსვენებელი.  ”პეგას ტურისტიკის” ტურ-პაკეტები – ეს არის სრული პაკეტი, რომელიც მოიცავს როგორც ავიაბილეთს, ისე ტრანსფერებს, სასტუმროსა და სამოგზაურო დაზღვევას”, – განმარტა კომპანიის გაყიდვების სამსახურის უფროსმა.

ცნობისთვის, საერთაშორისო ტურ-ოპერატორი ”პეგას ტურისტიკი” ქართულ ტურისტულ ბაზარზე 2013 წლიდან ოპერირებს.