ამირ ხანი ცნობილი ბრიტანელი მოკრივეა. პაკისტანელი წარმოშობის სპორტსმენი ოლიმპიური თამაშების პრიზიორი გახლავთ და მუდამ იქცევს მედიის ყურადღებას პირადი ცხოვრებით. ამჯერად ცნობილმა სპორტსმენმა და მისმა მეუღლემ, 100 ათასი ფუნტი სტერლინგი დახარჯეს საკუთარი ქალიშვილის ორი წლის იუბილეზე. ეს ფაქტი დიდად არავის გაკვირვებია, რადგან ამერიკელ ფარიალ ხანზე ქორწინების აღსანიშნავად ხანმა მილიონ დოლარიანი ქორწილი გადაიხარდა.
ღონისძიების ყველაზე საინტერესო ნაწილს მაკრონის სტადიონმა უმასპინძლა. 250 სტუმარს აქ დისნეის ანიმატორები და ბავშვების საყვარელი გმირები სპეციალური წარმოდგენით ართობდნენ. ეს წვეულება მინი-ფილმის გადაღებას უფრო ჰგავდა, ვიდრე საბავშვო დღესასწაულს. Hello-სთვის მიცემულ ინტერვიუში ამირ ხანმა განსაკუთრებული მადლობა მეუღლეს გადაუხადა, რომელიც სამი თვის მანძილზე ამზადებდა წვეულებას: „ჩემი გოგონასთვის დახარჯული ყოველი ცენტი ამად ღირს. მე ხომ იმისთვის ვშრომობ, რომ ფული ცოლს და შვილს მოვახმარო, ამბობს ხანი. მისი თქმით, მომდევნო გრანდიოზულ დაბადების დღეს საყვარელ ქალიშვილს ის 16 წლის იუბილეზე გადაუხდის.
