პრინცი ჰარი და მომღერალი ელი გოლდინგი ბერკშირში გამართულ პოლოს ტურნირს დაესწრნენ. მედიაში წერენ, რომ ჰარი და გოლდინგი წამითაც არ დაშორებიან ერთმანეთს და თავს ფანტასტიკურად გრძნობდნენ. წყვილი ერთად გამოჩნდა 2014 წელსაც, როცა გოლდინგი ჰარის მიერ ორგანიზებულ Invictus Games-ის დახურვის ცერემონიას დაესწრო. გარდა ამისა, სწორედ ელი გოლდინგმა იმღერა პრინც უილიამისა და ქეით მიდლტონის ქორწილში.
შეგახსენებეთ, რომ ამ დრომდე ელი გოლდინგი McFly-ის მუსიკოსს, დუგ პოინტერს ხვდებოდა და წლის დასაწყისში დაშორდა. რაც ეხება ჰარის, მას მრავალრიცხოვანი რომანებით მხოლოდ ლეონარდო დიკაპრიო უსწრებს.
