თანამედროვე ეპოქაში შიმშილი პოლიტიკური ბრძოლის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და რადიკალური მეთოდია. შიმშილობენ პაციფისტები და პოლიტპატიმრები, მეშახტეები და სიკვდილმისჯილები.
საკვებისგან თავის შეკავება მკურნალობის მიზნით მაქსიმუმ 45 დღითაა ნებადართული, მერე კი, მოუმზადებელი ორგანიზმი იფიტება და ორგანოები ერთმანეთის მიყოლებით წყვეტენ ფუნქციონირებას.
მას შემდეგ, რაც ინდოეთში 5 მილიონამდე ჯაინიზმის მიმდევარმა უარი თქვა ცხოველების მოკვლასა და მათი ხორცის საკვებად გამოყენებაზე, პატარა ქალაქი პალიტანა მსოფლიოს პირველ ვეგეტარიანულ ქალაქად იქცა.
რევოლუციური გადაწყვეტილების ინიციატორები ჯაინისტი ბერები აღმოჩდნენ, რომლებმაც პროტესტის უკიდურესი ფორმის გამოიყენებით გუჯარატის შტატის მთავრობას უარი ათქმევინეს ცხოველების მოკვლასა და ხორცის პროდუქტებით ვაჭრობაზე.

