
გადაცემას ”დამზადებულია საქართველოში” ჯგუფი “არგო” ესტუმრა. გადაცემა ”ოქროს ტალღის” ფორმატში წარიმართა. ჯგუფი „არგო“ „ოქროს ტალღაზე“ ორი ნომინანტი სიმღერითაა წარდგენილი. ერთი დუეტია ლაშა რამიშვილთან – „წამის მეასედი“, მეორე კი სოლოსიმღერა – „ადამიანო“.
გიგა, ელოდით, რომ კონკურსში აღმოჩნდებოდით და ნომინაციაში ”ხალხის რჩეული” ასეთ მოწინავე პოზიციაზე იქნებოდით?
არ ველოდით, როდესაც დაგვირეკეს და გვითხრეს, რომ წარდგენილი ვიყავით, ძალიან ემოციურად შევხვდით ამ ამბავს. ჩვენ შარშანაც ვიყავით წარდგენილნი, თუმცა, რიგით მონაწილეებათ დავრჩით.
რისი იმედი გაქვთ ”ოქროს ტალღაზე”?
ჯერჯერობით ნორმალურად მივდივართ, ძალიან დიდი ბედნიერებაა, როდესაც ათეულში ხვდები. გარდა ვანისა, ვფიქრობ, მთელი საქართველო გვგულშემატკივრობს.
მოდი, კიდევ ერთხელ გაგვაცანით ჯგუფი ”არგო”…
თავიდან სამნი ვიყავით, შემდეგ გავხდით ხუთნი, გამრავლება ინსტრუმენტების დამატებამ გამოიწვია. ამჟამად ათნი ვართ: მე, გიგა ბუბუტეიშვილი, შაკო კაცაძე, აბელ ძაგნიძე, გიგლა კვირიკაძე, პაპუნა
ბახტაძე, გოჩა ჩხაიძე, მამუკა დვალიშვილი, ზვიად თევზაძე და ილია ხურციძე. ”არგო” დავარქვით იმიტომ, რომ ქალაქ ვანთან ყოფილიყო ახლოს. ყველანი ერთის გარდა, ვანელები ვართ.
რომელია დღეის მდგომარეობით თქვენი ყველაზე პოპულარული სიმღერა?
ეს არის ”ადამიანო”. ჩვენც ძალიან გვიყვარს და მსმენელსაც. ტექსტი პაპუნას დას, ქრისტინე ბახტაძეს ეკუთვნის. ალბომისთვის სიმღერები მზად არის, ახალ წლამდე ჩაიწერება და გაკეთდება ალბომი.
რამდენიმე დღის წინ იყო ვანელობა, სადაც მეც მიმიწვიეთ და ძალიან დიდი მადლობა ამისათვის. როგორ აღინიშნა?
ძალიან კარგი ვანელობა გამოგვივიდა, ნამდვილი სახალხო ზეიმი იყო. ვანის ცენტრში იმართება ხოლმე კონცერტები, წელს ”თსუ გორდელა” მოვიწვიეთ, ჩვენც მივიღეთ მონაწლეობა. იყო სხვადასხვა სახის ღონისძიებები, ყველა ვანელი, ვინც არ ცხოვრობს ამ დროისათვის ქალაქში, ცდილობს რომ ჩამოვიდეს.
გასტროლებზე თუ გიწევთ გასვლა?
პრაღაში, ფესტივალზე მივიღეთ მონაწილეობა, შემდეგ ბერლინში კონცერტი გვქონდა. ასევე, სოლო კონცერტი გვქონდა საბერძნეთში, სადაც ამდენ მაყურებელს ნამდვილად არ ველოდით, ძალიან
კარგი საღამო იყო და მადლობა ყველას ამისათვის.
საიდან წამოვიდა დუეტის იდეა ლაშა რამიშვილთან სიმღერისა ”წამის მეასედი”, რომელიც მონაწილეობს ”ოქროს ტალღა”-ზე?
ჩვენი პირველი სიმღერის პრემიერა სწორედ ლაშას ეთერში შედგა. ამის შემდეგ გადავწყვიტეთ ერთად მოგვესინჯა რაიმე. მე და ლაშა დიდი ხანია ვმეგობრობთ, ორივე ვანიდან ვართ.
ლაშა რამიშვილი: – ”არგო” აკეთებს და ასრულებს ხარისხიან მუსიკას, ”წამის მეასედი” ჩაიწერა ნიკოლაიშვილთან და მაშინვე ეტყობოდა, რომ მოწოდების სიმაღლეზე იქნებოდა. ძალიან მოსწონს საზოგადოებას. მე არ გამიპროტესტებია ის ფაქტი, რომ ჩემი სოლო სიმღერა არ მოხვდა კონკურსზე, მაგრამ ძალიან მიხარია, რომ ჩემი დუეტი ”არგოსთან” ასეთი წარმატებული აღმოჩნდა.
როგორც ვიცი, ფეხბურთის გუნდს დაუწერეთ სიმღერა…
კი, ვანის ”სულორს” მივუძღვენით, რომელიც პირველ ლიგაში გადავიდა. შევპირდით მათ, რომ თუკი პირველ ლიგაში გადავიდოდნენ, აუცილებლად დავუწერდით ჰიმნს და ასეც მოვიქეცით.
ახალ სიმღერაზე ვისაუბროთ…
”არავინ”, ასე ჰქვია სიმღერას, რომლის პრემიერაც ახლა შედგება. როდესაც ამ სიმღერაზე ვმუშაობდით, ქუთაისის მესხიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი გიორგი სიხარულიძე შეესწრო მუშაობის პროცესს და თქვა, რომ კარგი მელოდიაა და სპექტაკლში გამოიყენებდა. ივნისში იმერეთის თეატრალური ფესტივალი იმართება, სადაც ვანის თეატრიც მონაწილეობს, ლაშა თაბუკაშვილის სპექტაკლით ”მაგრამ უფლება არ მოუციათ”. ჩვენი ჯგუფის წევრები დადგმას ამ სიმღერით ცოცხლად აფორმებენ. ტექსტი ეკუთვნის ვანო კორძაძეს.
ჯგ. არგო – არავინ
გადაცემის ჩანაწერი
AudioDAMZADEBULIASAQARTVELOSHI_ARGO
ჯგ. არგო – ცხოვრება Live
ჯგ. არგო – მინდა გაჩუქო Live
ვიდეო კოლაჟი
ფოტოები
