LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოთო ნემსაძე: „მაგარი შეგრძნებაა, როცა ხალხს უყვარხარ…“

Ardaidardo.Ge

ოთო ნემსაძე „ოქროს ტალღის“ ნომინანტებს შორისაა სიმღერით „ბულბულის სტვენა“. მომღერლისთვის ალბომი, რომელშიც ეს კომპოზიცია შევიდა, ძალიან ძვირფასია. მასზე წელიწადზე მეტი დროის განმავლობაში მუშაობდა და ოთარ რამიშვილის ცნობილი სიმღერების თავისი ვერსიები ჩაწერა. უხარია, რომ ეს სიმღერა ხალხისთვის საყვარელი გახდა.


„ოქროს ტალღის“ გამოკითხვაში, რომელიც მიზნად ხალხის რჩეული სიმღერის გამოვლენას ისახავს, ოთოს ამჟამად 56 000-ზე მეტი ხმა აქვს მიღებული და მეორე პოზიციას იკავებს.


ოთო ნემსაძე:

ეს ძალიან კარგი ამბავია. მინდა ვთქვა, რომ გამარჯვებას არავის დავუთმობ. ჯერ არავისთვის არაფერი დამითმია. ძალიან მნიშვნელოვანი კონკურსია. მიმაჩნია, რომ ღირსეული ალბომი ჩავწერე, მასში არა მარტო მე, არამედ ბევრ გენიალურ მუსიკოსს დიდი შრომა აქვს ჩადებული. წელიწადზე მეტხანს ვიმუშავე. ძალიან მიხარია, რომ ეს ალბომი მე მეკუთვნის. „ბულბულიოს სტვენა“ ცნობილი სიმღერაა, რომელიც ქართველმა მსმენელმა სხვა ვერსიით მოისმინა და შეიყვარა. მინდა, რომ ეს შრომა დამიფასდეს. დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც გვერდში მიდგას. თქვენი გვერდში დგომა ყოველთვის თან დამყვება. არა მხოლოდ საქართველოში, არამედ საზღვრებს გარეთაც. ყველაზე დიდი ბედნიერებაა, როცა ხალხის სიყვარულს გრძნობ. იხილეთ სრულად