
ილიკო სუხიშვილის პროექტს „რამიშვილები“, რომელიც თანამედროვე ცეკვის პერფორმანსს წარმოადგენს და თავის დროზე, როდესაც სუხიშვილებმა წარადგინეს, აუდიტორიის დიდი მოწონება დაიმსახურა, თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზი უმასპინძლებს.
როგორც „სუხიშვილების“ ოფიციალური „ფეისბუქ“-გვერდი წერს, 7 ივლისს, 20:00 საათზე, პროექტი „რამიშვილები“ განახლებული სახით იქნება წარმოდგენილი მაყურებლის წინაშე. როგორც
განცხადებაშია აღნიშნული, პროექტს ახალი ცეკვები დაემატა.
ბილეთები 23 ივნისიდან იქნება ხელმისაწვდომი.
რაც შეეხება თავად „პროექტს“, „სუხიშვილებს“ ის იშვიათად გამოაქვთ სცენაზე. ექსპერიმენტული ცეკვისა და ორიგინალური მუსიკის ნაზავის ნახვა ნამდვილად დიდ სიამოვნებას მოგგვრით. თავის დროზე პროექტს კრიტიკაც შეხვდა და მაყურებლის აღიარებაც. კრიტიკა, ძირითადად, იმის გამო, რომ პროგრამა საკმაოდ მოკლეხნიანი გამოდგა. როგორც ჩანს, მისმა ავტორმა გაითვალისწინა ეს შენიშვნა და პერფორმანსს რამდენიმე ახალი ცეკვა დაამატა.
