გუშინ ქეით მიდლტონმა, სამეფო ოჯახის სხვა წევრებთან ერთად, ბრიტანეთის უმაღლესი ჯილდოსადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. ეს დღე სამეფო რბოლამდე ცოტა ხნით ადრე იმართება.
საზეიმო ცერემონიაზე ქეით მიდლტონი წითელ ანსამბლში გამოჩნდა: წითელი კაბა, ამავე ფერის პალტო კეტრინ უოკერისგან და კლასიკური შლაპა. ცხადია, ჟურნალისტებმა მაშინვე იცნეს ქეითის ეს ანსამბლი, რომელიც მას 2011 წელს კანადაში ვიზიტის დროს ეცვა.
