გადაცემას ”რადიო დუეტი” ანსამბლი ”ცედური” ესტუმრა. ”ცედურის” წევრები არიან ნაიბი კობახიძე, გია კაჭკაჭიშვილი, დათო და სოსო დარბაიძეები. ისინი რესტორან ”კრუიზში” მოღვაწეობენ და სტუმრებს მუდმივად საინტერესო პროგრამას სთავაზობენ. ასევე, ”არ დაიდარდოს” ”კრუიზის” ქორეოგრაფი, მაკა მგალობლიშვილი ეწვია.
როდის შეიქმნა ანსამბლი ”ცედური”?
მოგესალმებით, შესანიშნავი განწყობა გვაქვს. ჩვენი ანსამბლი ოთხი ადამიანისგან შედგება. ერთმანეთი კონსერვატორიაში გავიცანით, სამი წევრი ვოკალისტია, ერთი წევრი კი კლარნეტისტია. ამის შემდეგ მალევე წავედით უკრაინაში, სადაც ხუთი წელი გავატარეთ, შემდეგ კი დავბრუნდით საქართველოში და ვმღერით რესტორან ”კრუიზში”. ისევე როგორც მოცეკვავეთა პროგრამა, ჩვენი რეპერტუარი მოიცავს კლასიკურ ნაწარმოებებსაც, ეს ქალაქში ახალი სიტყვაა.
რა გეგმები გაქვთ?
დეტალებზე ვერ გესაუბრებით, მაგრამ მსმენელს ყველასგან განსხვავებულ პროგრამას ვუმზადებთ და მსმენელი ჩვენს შესაძლებლობებს კარგად დაინახავს.
მაკა, ვისაუბროთ იმ სიახლეებზე, რომელიც რესტორან კრუიზში იგეგმება
რესტორან ”კრუიზში” ყოველ საღამოს არის ქართული ნაციონალური და სტილიზიებული კავკასიური და ქართული ცეკვები, გამოვარჩევ ცეკვას ”ცეცხლოვან ხანჯლებს, რომელსაც ექსკლუზიურად ჩვენ ვასრულებთ. გვაქვს შოუ პროგრამა სახელწოდებით ფიესტა შოუ, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ცეკვებს აერთიანებს. გვაქვს ორიგინალური კოსტიუმები და ეს ყველაფერი ძალიან სანახაობრივია.
გადაცემის ჩანაწერი
ანს. ცედური – ყვითელი ფოთლები. Live
ანს. ცედური – მოიტაცეს თამარ ქალი. Live
ანს. ცედური – დარკვეთელო ქალო. Live
ვიდეო კოლაჟი
ფოტოები
