LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მასტერი: „ორივე სიმღერის შექმნას საინტერესო ისტორია აქვს…“

Ardaidardo.Ge

გიორგი პავლიაშვილი, იგივე მასტერი „ოქროს ტალღის“ ნომინანტებს შორის ორი სიმღერით მოხვდა – აბისთან ერთად დუეტით, სახელწოდებით „პრეზიდენტი“ და ირაკლი ფირცხალავასა და ჯემალ სეფიაშვილის მონაწილეობით შექმნილი სიმღერით „გამარჯობა, ჩემო თბილის-ქალაქო“. ორივე სიმღერა მსმენელმა ძალიან ადვილად აიტაცა.


მასტერი:

ორივე სიმღერის შექმნას საინტერესო ისტორია აქვს. დავიწყოთ „პრეზიდენტით“. მე და აბიმ ინტერნეტში საინტერესო ინსტრუმენტალი ვიპოვეთ და გადავწყვიტეთ, სოციალური ქსელის მომხმარებლისთვის დაგვედო ვიდეო, სადაც ამ ინსტრუმენტალზე მორგებულ ტექსტს შევასრულებდით. ჩვენ მისი ჩაწერა სულაც არ გვქონდა განზრახული, თუმცა ჩვენთვის სრულიად მოულოდნელად, ის იმდენად აიტაცა მსმენელმა, რომ ათასზე მეტი გაზიარება დააგროვა. ხალხი გვწერდა, ეს სიმღერა ჩაწერეთო. ტექსტი ძალიან სახალისო გამოვიდა, პრეზიდენტის თემა გვაქვს გადატანითი მნიშვნელობით. მოკლედ, დაახლოებით ერთი წლის შემდეგ, სიმღერის ჩაწერა გადავწყვიტეთ. ინსტრუმენტალი ოფიციალურად შევიძინეთ და ჩავწერეთ. მისი ავტორი არის დიჯეი და ბიტმეიკერი, ჯასტინ ტოტენი, სულ რაღაც 90 დოლარად გავხდით ამ ბიტის ოფიციალური მფლობელები (იღიმის). იხილეთ სრულად