LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Mini One Cabrio – ქარიზმატული და კომპაქტური

ქარიზმატული და კომპაქტური – ეს Mini One Cabrio-ა – დიდი ისტორიით და არაორდინალური გარეგნობით.

თუკი ყურადღების ცენტრში ყოფნა გსურთ და თამამი გადაწყვეტილებების მიღება გიყვართ, თავისი თვალშისაცემი დიზაინით Mini One Cabrio თქვენს მოწონებას აუცილებლად დაიმსახურებს.  

მის ექსტერიერის დიზაინს გამორჩეულობას სწორი გვერდები, ქრომირებული გრილი და ფართო დიფუზორი ანიჭებს. უფრო თამამი სიარულისთვის კი ავტომობილის გარშემო შეუღებავი პლასტმასის სარტყელია შემოვლებული.

რაც შეეხება Mini One Cabrio-ს ინტერიერს, ნაჭრის სავარძლები, მულტიფუნქციური ტყავის საჭე და მხოლოდ მინისთვის დამახასიათებელი დიზაინის სპიდომეტრი ამ მოდელს კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის. აქვეა მონიტორი, რომელიც ჯოისტიკით იმართება.

Mini One Cabrio-ს როგორც მექანიკური, ასევე ელექტრონული სახურავი გააჩნია, რომელიც 15 წამში იხსნება. სახურავი რამდენიმე ფენის ნაჭრისგან არის დამზადებული და წვიმის დროს ავტომობილის სალონში წყლის ჩამოსვლის საფრთხე პრაქტიკულად არ არსებობს.

კომპაქტურობის მიუხედავად, 4 ადგილიან Mini One Cabrio-ს, საკმაოდ ტევადი საბარგული აქვს. დახურული სახურევის შემთხვევაში, მისი მოცულობა 125 ლიტრია, როდესაც ღიაა 170 ლიტრი, ხოლო უკანა სავარძლების დაკეცვის შემთხვევაში საბარგული 360 ლიტრამდე დიდდება.

როგორც ავტომოყვარულები ამბობენ, Mini One Cabrio თვითგამოხატვის საუკეთესო საშუალებაა. მისი მართვისას თქვენ უფრო თამამი, ორიგინალური და დახვეწილი ჩანხართ.

გადაცემის ჩანაწერი