LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Changan Mini Benni – სპორტული და თანამედროვე სტილი

ავტომობილი, რომელშიც თანამედროვე ტექნოლოგიები და სპორტული სტილი ერთმანეთთანაა შერწყმული – ეს Changan Mini Benni-ა. მოდელი, რომლის დიზაინიც ცნობილმა იტალიელმა დიზაინერმა შექმნა.

როგორც ამბობენ, მასში ცოცხალი ძალა, კომფორტი და დახვეწილი დიზაინი ერთიანდება. Mini Benni აუცილებლად ერთი ნახვით შეგიყვარდებათ.

Mini Benni ჰეჩბექ-უნივერსალის ტიპის ძარიანი, კომპაქტური, საქალაქო, ხუთადგილიანი და ხუთკარიანი, წინაამძრავიანი ავტომობილია, რომელიც კარგი მანევრირებით გამოირჩევა.

ეს მოდელი 1000 კუბური სანტიმეტრის მოცულობის ბენზინის ძრავით არის აღჭურვილი, რომელიც ავტომობილის წინა ნაწილში განივად არის მოთავსებული.

ავტომობილის აღჭურვილობაშია ბლოკირების საწინააღმდეგო სისტემა, პარკტრონიკი და უამრავი სხვა ფუნქცია. Mini Benni-ს ქსენონის შუქფარები, გამაფრთხილებელი სიგნალიზაცია, კონდიციონერი და კლიმატ-კონტროლიც გააჩნია. შუშების აწევა და დაწევა კი რაღა თქმა უნდა ელექტრონული მოწყობილობის მეშვეობით ხდება.

სალონში მოთავსებულია აუდიო სისტემა და საბორტო კომპიუტერი. ავტომობილი აღჭურვილია როგორც ავტომატური, ისე მექანიკური 5 საფეხურიანი გადაცემათა კოლოფით. აღსანიშნავია, რომ Mini Benni დაახლოებით ათი სხვადასხვა კომპლექტაციით იწარმოება.

გადაცემის ჩანაწერი