Kia-ს ბრენდის პრემიუმ კლასის სედანი, რომელიც თქვენს გონებას და შეგრძნებებს მოაჯადოებს – ეს Cadenza-ა.
მოემზადეთ ესთეტიკური სილამაზის, გაუმჯობესებული პერფორმანსისა და ტექნოლოგიური ოსტატობის სრულიად მოულოდნელი დონისთვის. როგორც მისი შემქმნელები ამბობენ, Cadenza-ს მოდელის მოდიფიკაცია დინამიკური სტილის, უდარდელი ცხოვრების და მაღალტექნოლოგიური თვისებების შერწყმის მიზნით განხორციელდა.
თავისი თანამედროვე მრუდებითა და ფუტურისტული დიზაინის თვისებებით Cadenza-ს უკანა ნაწილი მეტისმეტად ხმამაღალ განცხადებას აკეთებს. ქრომის ელეგანტური შტრიხები დახვეწილობას მატებს მას, საბარგულის კარის აწეული კიდე კი სპორტული პერფორმანსის აურას ქმნის.
როგორც ამბობენ, ცენტრალური პანელი Cadenza-ს მაღალტექნოლოგიური ფუნქციებისთვის ცენტრალურ ნერვულ სისტემას წარმოადგენს და მართვის ბერკეტებთან მაქსიმალური წვდომისთვის მძღოლისკენ არის დახრილი.
Cadenza-ს შემქმნელებმა ეს ავტომობილი უამრავი ფუნქციითა და კომფორტის ელემენტით აღჭურვეს. მაგალითად, მოდური პანორამული ლუკით, რომელიც მგზავრებისთვის არა მარტო ნათელ და ჰაეროვან გარემოს ქმნის, არამედ ხაზს უსვამს Cadenza-ს სპორტულ, მაღალტექნოლოგიური ინტერიერის სტილს.
TFT ტექნოლოგიის გამოყენებით კი, ფართო, ფერადი ეკრანი ზუსტ გამოსახულებებს და მართვასთან დაკავშირებულ რიგ მნიშვნელოვან ინფორმაციას გაძლევთ.
გადაცემის ჩანაწერი
