LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სტანისლავ ბონდარენკო: მე დავიტოვებ ამ ბინას და ხშირად ჩამოვალ…

Ardaidardo.Ge

გუშინ ღამით ”ცეკვავენ ვარსკვლავების” მეექვსე, ეპიკური სეზონი დასრულდა. გამარჯვება ხმათა უმრავლესობით სტანისლავ ბონდარენკოსა და ნიკე კეშელავას წყვილს ერგო.


ნიკე და სტასი იმედის დღის შოუს ესტუმრნენ და ფინალის ემოციებზე ისაუბრეს. აღსანიშნავია, რომ ნიკე მიმდინარე სეზონზე პირველად გამოჩნდა საზოგადოების წინაშე . წამყვანები გამარჯვებულებთან ერთად პედესტალზე ავიდნენ და ”ცეკვავენ ვარსკვლავების” თასთან ერთად ფოტო გადაიღეს. წამყვანების შეკითხვაზე, თუ რას ფიქრობს ის ქართველ გოგონებზე, სტასი სამი სიტყვით პასუხობს, რომ ძალიან ემოციური ქალბატონები გვყავს.

ნიკე: – ჩემთვის ეს დიდი გამოცდილება იყო, მოცეკვავეებს ისედაც დატვირთული გრაფიკი გვაქვს, თუმცა ეს სულ სხვა იყო… იყო შემთხვევები როდესაც ძილის, მომზადების დრო არ გვქონდა, დიდი სტრესი იყო. სიტყვები არ მყოფნის ემოციის გადმოსაცემად. სტასი კარგი პარტნიორი იყო, გამიმართლა, მიჯერებდა.

სტანისლავი: – არ ველოდი გამარჯვებას, ნამდვილად არ მიფიქრია იმაზე, თუ რომელ ტურამდე მივაღწევდი. ჯერ კიდევ ვერ გავიაზრე, რომ გავიმარჯვე. დედაც შოკშია, ისიც ტელევიზაში მუშაობს. ქედს ვიხრი ქართველი მაყურებლის წინაშე, უცხო ქვეყანაში ძალიან დიდი მხარდაჭერა მივიღე. ქართველი გოგონები ცალკე თემაა, სხვაგან უფრო თავშკავებულები არიან, სანამ რაიმეს გავიაზრებდი უკვე სელფის იღებდნენ… ჯერჯერობით თბილისში ვარ. ბინას არ გავყიდი, როდესაც ჩამოვალ, ჩემს ბინაში ვიცხოვრებ ხოლმე. მინდა ვისწავლო ქართული, მაგრამ მთელი ტვინი ფეხებში წამივიდა, თუმცა, პროექტი დასრულდა, შემიძლია ვიყიდო რუსულ-ქართული ლექსიკონი და ვიმეცადინო. რაც შეეხება ანდრიას, ძალიან კარგი ბიჭია. ის სერიოზული კონკურენტი იყო”.